2025 წლის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის ფარგლებში, სამუშაო
ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა პროცედურებსა და პროგრამის განხორციელების
ვადებზე იმსჯელეს. სამოქალაქო ბიუჯეტირების საბჭოს თავმჯდომარე ეკატერინე გუჯაბიძემ
აღნიშნა, რომ წელს თემად განისაზღვროს ,,ახალგაზრდული სივრცის მოწყობა კულტურულ-საგანმანათლებლო
საქმიანობისათვის“, რადგან მსგავსი სივრცეების მოწყობა და სათანადო ტექნიკით აღჭურვა
მნიშვნელოვანია, როგორც ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში, ისე სოფლებში. 2025 წელს
ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარია გამოყოფილი. წინადადებების მიღება 11 აგვისტოდან
დაიწყება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე: idealanchkhuti.ge